პროექტის შესახებ

„ტაძრისუბანი“ – ერთიან არქიტექტურულ სტილში შექმნილი, პირველი კონცეპტულაური დასახლება, თბილისის ულამაზეს გარეუბანში.

კიკეთი, 25 წუთის სავალზე თბილისის ცენტრიდან– მდიდარია უნიკალური მიკროკლიმატითა და ბუნების ულამაზესი პეიზაჟებით, სადაც იგრძნობა ბუნების ჰარმონია და უმჯობესდება ცხოვრების ხარისხი!

ტაძრისუბანი წარმოადგენს თანამედროვე სტილის, დახურულ დასახლებას, რომელიც: 2.3 ჰექტარზეა გაშენებული; მოიცავს 14 ინდივიდუალურ სახლს; 2 რეკრეაციულ ზონას.

დასახლება აღჭურვილია: ცენტრალური წყლის მომარაგებით, ელექტროენერგიით, ბუნებრივი აირით, თანამედროვე ინდივიდუალური ბიოგამწმენდი ნაგებობებით, გზებითა და განათებით.

კომფორტული ცხოვრებისათვის, ტერიტორიის მოვლასა და დასუფთავებას უზრუნველყოფს „უბანი დეველოპმენტის“ ტექნიკური გუნდი პროექტის დასრულების შემდგომ.

სახლების შიდა გეგმარებები განსაზღვრულია მუდმივი ცხოვრებისთვის: გამოყენებულია ბუნებრივი სამშენებლო მასალები, ფასადები მოპირკეთებულია ბუნებრივი ქვით, ალუმინის უმაღლესი ხარისხის ფანჯრის პროფილებით, ენერგოეფექტური მინა-პაკეტებით.

მიწის ნაკვეთები დაყოფილია 680 კვ.მ. – 1300 კვ.მ-მდე, რეკრეაციული ზონის ფართობი – 3200 კვ.მ.-ია

სახლები ბარდება მწვანე კარკასის მდგომარეობაში: მოჭიმული იატაკებით, გალესილი კედლებითა და აღჭურვილი შიდა ქსელებით.

„ტაძრისუბანი“ – საცხოვრებელი გარემო, სადაც ადამიანები საერთო ღირებულებებითა და ინტერესებით ერთიანდებიან!

 

„კიკეთი ტაძრისუბანი“ – უნიკლაური პროექტი, რომელიც ქმნის შესანიშნავ დასახლებას თქვენი ოჯახის უსაფრთხო და მშვიდი ცხოვრებისთვის!

გენერალური გეგმა

გაყიდულია

იყიდება

გაყიდულია

გაყიდულია

გაყიდულია

გაყიდულია

იყიდება

იყიდება

გაყიდულია

იყიდება

იყიდება

იყიდება

იყიდება

იყიდება

Play Video

პროექტები

საკონტაქტო

ფერმა კიკეთი

მრავალფუნქციური კულტურული და საგანმანათლებლო სივრცე, სადაც მთელ ოჯახს შეუძლია სასარგებლოდ და ინტერესით გაატაროს დრო.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის სკოლა

კერძო სკოლა კიკეთის რაიონში, თვალწარმტაცი და წყნარ გარემოში, თბილისის ცენტრიდან 30 წუთის სავალზე.